среда, 15 октября 2008 г.

საკვები

პროექტის სახელი: საკვები
პროექტის მოკლე აღწერა:„ ჭამისთვის კი არ ვცოცხლობთ, არამედ ვჭამთ იმისათვის რომ ვიცოცხლოთ...“
პროექტის სრული აღწერა:მოსწავლე აცნობიერებს ცნებას-ცხოვრების ჯანმრთელი წესი,ექმნება სრული წარმოდგენა ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, წყალის, მინერალური მარილებისა და ვიტამინების შესახებ. ადგენს კვების ნორმებს ადამიანის ასაკობრივი ჯგუფის, საქმიანობისა და კლიმატური პირობების მიხედვით.ითვლის საკვებში არსებულ კალორიებს და მსჯელობს სიმსუქნისა და სიგამხდრის პრობლემებზე.მიოძიებს პოპულარულ დიეტებს და მსჯელობს მათ დადებით-უარყოფით თვისებებზე.
მონაწილეთა ასაკი/კლასები:6-10, 11-14, 15-17.
ვადები/ხანგრძლივობა: 2008 წლის ნოემბერი-2009 წლის აპრილი.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის მოძიება, ცხრილებში შეტანა, დიაგრამების აგება,სადილების მომზადება, ლექსიკონის გამოშვება, ნახატების შექმნა,სუფრის გაწყობა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ბლოგი,სადაც მოსწავლეები გამოაქვეყნებენ თავიანთი გამოკითხვებისა და დაკვირვების შედეგებს.
სარგებელი სხვებისთვის:პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები შეიტყობენ მეტ ინფორმაციას სწორი კვების შესახებ.უკეთ გააცნობიერებენ რაციონალური კვების კავშირს ადამიანის ჯანმრთელობასთან.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბიოლოგია-ახასიათებს და აჯგუფებს მცენარეულ და ცხოველურ საკვებს.მცენარეების შესწავლის მაგალითზე მსჯელობს ფესვის, ღეროს, ფოთლის, ყვავილის, ნაყოფის საკვებ მნიშვნელობაზე. მოიპოვებს მასალას კულტურული მცენარეებისა და შინაური ცხოველების (რომელსაც საკვებად ვიყენებთ) წარმოშობის კერების და მათი გავრცელების შესახებ.აყალიბებს და გადმოსცემს აზრს ჯანსაღი კვები მნიშვნელობის შესახებ.გამოსახავს სქემატურად ეკოსისტემაში არსებულ კვებით კავშირებს(კვებითი ჯაჭვი); ადარებს ბალახისმჭამელების,ხორცისმჭამელების და ნაირმჭამელების ზოგიერთ ანატომიურ თავისებურებას და აკავშირებს კვების ნირთან.
ქიმია- მსჯელობენ საკვები პროდუქტების ქიმიურ შედგებილობაზე, მათ კალორიულოულობაზე და მის გამოთვლაზე.
გეოგრაფია-ადგენენ მცენარეული საკვები პროდუქტების წარმოშობის ისტორიას და სამშობლო ქვეყანას.
უცხო ენები(ინგლისური, რუსული)-მოიპოვებენ რაც შეიძლება მეტ საკვები პროდუქტების დასახელებას ინგლისურ და რუსულ ენებზე,გამოსცემენ ქართულ-რუსულ-ინგლისურ ლექსიკონს.
იმდიდრებენ უცხო სიტყვათა მარაგს.
ხელოვნება-მოსწავლეები ხატავენ ნატურიდან საყვარელ საკვებ პროდუქტს და აწყობენ ნახატების გამოფენას.
მათ მიერ შესრულებული ნახატებით ხდება ლექსიკონის გაფორმება.
ლიტერატურა-განსაზღვრავნ რომელი მწერლისა თუ პოეტის შემოქმედებაში ჰპოვეს ასახვა საკვებმა კულტურულმა მცენარეებმა.
შრომითი სწავლება-სწავლობენ საკვები პროდუქტების დამუშავებას და კერძებისა და ტკბილეულის მომზადებას. აკეთებენ საკუთარი ნაშრომის პრეზენტაციას კლასში. მსჯელობენ იმაზე თუ ვის რა განწყობას უქმნის ლამაზად გაფორმებული მაგიდა და სადილები.
ფიზიკური აღზრდა-მოიპოვებს ინფორმაციას ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო საკვების შესახებ,აკეთებს რეფერატს დაბალანსირებულ კვებაზე. ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების და ვიტამინების რაციონალურობაზე.
იკვლევს რა არის სპორტული დიეტა ცნობილი სპორტსმენების გამოკითხვის მაგალითზე.შედეგებს წარმოადგებს დიაგრამის ან ცხრილის სახით.

მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი: თეა ნონიკაშვილი
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: tea.nonikashvili@gmail.com
პროექტის ფორუმი: icttrainingtea.blogspot.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:


Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Facebook Themes